ილია ელოშვილის თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა საქმე – ის სახლში მარტო იყო

ილია ელოშვილის თვითმკვლელობის მუხლით აღიძრა საქმე - ის სახლში მარტო იყოთბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ილია ელოშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, ადგილზე კინოლოგები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ცხედარი ექსპერტიზაზე ჯერჯერობით არ გადაუსვენებიათ.

ახლობლების ინფორმაციით, ელოშვილი სახლში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა.

ილია ელოშვილი 47 წლის იყო, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა, იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.

ცნობისთვის, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ილია ელოშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

იპნ