ჭდე: ნინოწმინდა

ნინოწმინდაში ქალს წყლის გამათბობლიდან მეხი დაეცა

ნინოწმინდაში ქალს წყლის გამათბობლიდან მეხი დაეცა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში ქალს მეხი საკუთარ სახლში დაეცა, იგი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „მარცხენა ხელი დაბუჟებული მაქვს, მაგრამ თავს კარგად ვგრძნობ, დღეს 300 ლარის წამალი ვიყიდე“,- ამბობს დაშავებული ქალი რადიო „ნორთან“. მერის წარმომადგენლი, ანდრანიკ წარუკიანი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, ელვამ სოფელში ზიანი რვა ადგილობრივს მიაყენა. „დაიწვა ტელევიზორები, წყლის გამათბობლები და […]

ნინოწმინდის პანსიონს ბავშვების ნაწილი ტოვებს

ნინოწმინდის პანსიონს ბავშვების ნაწილი ტოვებს

ნინოწმინდის პანსიონს ბავშვების ნაწილი ტოვებს. ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები და სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები უკვე რამდენიმე საათია, იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, ადგილზე პროკურატურის გამომძიებლებიც იმყოფებიან და მათ საგამოძიებო მოქმედებებიც აქვთ დაწყებული, თუმცა რა სახის, ეს ჯერ უცნობია. რამდენიმე ბავშვმა პანსიონი უკვე დატოვა. ბავშვები “პიკაპის” ტიპის ავტომობილში ჩასვეს. გაყვანის კადრები კამერებმა დააფიქსირა. სახელმწიფო ზრუნვისა და […]

ნინოწმინდაში მწყემსს ხარი დაეჯახა

ნინოწმინდაში მწყემსს ხარი დაეჯახა

ნინოწმინდის მუნციპალიტეტში, დიდ ხანჩალში 52 წლის მწყემსს ხარი დაეჯახა. იგი ჯერ ახალქალაქის კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობით შეიყვანეს, შემდგომ კი რთული მდგომარეობის გამო თბილისში, ალდაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება. „ჩვენ გადავიყვანეთ თბილისში ალადაშვილის კლინიკაში, აღენიშნებოდა მრავლობითი მოტეხილობა გულმკერდის არეში. ახალქალაქში ჩაუტარეს შესაბამისი მომსახურება და ფაქტობრივად სიცოცხლე აჩუქეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, თბილისში ჩაუტარდა კვლევები და […]

ნინოწმინდაში 32 წლის მამაკაცი მოკლეს, 3 პირი დაჭრილია

ნინოწმინდაში 32 წლის მამაკაცი მოკლეს, 3 პირი დაჭრილია

პირველ იანვარს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხაში 32 წლის ს.ა. მოკლეს, გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მუცელსა და ხელზე აქვს მიყენებული. დაჭრილია კიდევ 3 პირი, მათ  შორის 2 გარდაცვლილის ბიძაშვილია. მერის წარმომადგენლის, ანდრანიკ წარუკიანის განცხადებით, სოფელ სათხაში მომხდარი დაპირისპირება წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. წარუკიანი ამბობს, რომ  ს.ა–ს სასიკვდილო ჭრილობა ამავე სოფელში მცხოვრებმა ო.პ–მ მიაყენა. „ს.ა–ს მოჩხუბრების გაშველება […]

ნინოწმინდაში სახლში ღუმელი აფეთქდა – 75 წლის ქალი დაიღუპა

ნინოწმინდაში სახლში ღუმელი აფეთქდა - 75 წლის ქალი დაიღუპა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხანჩალში, ცენტრალური გათბობის ღუმელის აფეთქების შედეგად, 75 წლის ქალი გარდაიცვლა. შემთხვევა დღეს, 27 დეკემბერს დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა, შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს ექსპერტ–კრიმინალისტებმა. რადიო „ნორის“ ინფორმაციით, გათბობის სისტემიდან ცხელი წყლის  გამსვლელი ონკანი დაკეტილი იყო, რამაც რეზერვუარში წნევის დაგროვება და აფეთქება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად 75 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამხრეთის კარიბჭე

სუსმა ნინოწმინდის მაღალჩინოსანი ჰ.ნ. დააკავა – მან 2 მოქალაქეს 30.000 ლარი მოსთხოვა – ვიდეო

სუსმა ნინოწმინდის მაღალჩინოსანი ჰ.ნ. დააკავა - მან 2 მოქალაქეს 30.000 ლარი მოსთხოვა - ვიდეო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ჰ. ნ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰ. ნ-მ საქართველოს ორ მოქალაქეს ნინოწმინდაში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრით სარგებლობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 30.000 ლარი, […]

ნინოწმინდაში მწყემსს მეხი დაეცა და მოკლა

ნინოწმინდაში მწყემსს მეხი დაეცა და მოკლა

19 ოქტომბერს ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან, გარდაცვლილი კაცი იპოვეს, მას სავარაუდოდ მეხი დაეცა. მომხდარზე დაწყებულია ძიება. გარდაცვლილი, დახოცილ პირუტყვთან ერთად მესაზღვრეებმა დღის ბოლოს, დაახლოებით 20:00 საათზე იპოვეს. “მესაზღვრეებმა სოფელ სამების მიმდებარედ, მთებში იპოვეს გარდაცვლილი. გავრცელებული ინფორმაციით ორნი იყვნენ და ცხვრის ფარას მწყემსავდნენ. ერთია გარდაცვლილი, სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ მაქვს. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან არ არიან”, – ამბობს […]

ნინოწმინდაში ფორდ ტრანზიტი ფოლკსვაგენს დაეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა

ნინოწმინდაში ფორდ ტრანზიტი ფოლკსვაგენს დაეჯახა - 2 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა

5 აგვისტოს ნინოწმინდაში, სოფელ განძასთან, სატვირთო მიკროავტობუსი ფორდ ტრანზიტი და ფოლკსვაგენი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. 1 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილები “ფოლკსვაგენის” მარკის მანქანაში ისხდნენ. მიკროავტობუსის მძღოლი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მოგვიანებით ის ხაშურის კლინიკაში გადაიყვანეს. “აქვს ტრავმული შოკი, ნეკნების მოტეხილობა”, – აცხადებენ […]

ნინოწმინდაში ტყეში 33 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს

გურიაში 16 წლის გოგომ თავი ჩამოიხრჩო

ნინოწმინდის სოფელ დიდი ხანჩალის ტყეში 33 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს. გვამი ადგილობრივებმა 6 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის თორმეთ საათზე იპოვნეს. მამაკაცი 1985 წელს არის დაბადებული. შსს–ს ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სამხრეთის კარიბჭე

სისხლიანი სუფრა ნინოწმინდაში – 2 მამაკაცის მკვლელობისთვის სახლის მასპინძელი დააკავეს

სისხლიანი სუფრა ნინოწმინდაში - 2 მამაკაცის მკვლელობისთვის სახლის მასპინძელი დააკავეს

გუშინ 10 აგვისტოს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ სათხაში 2 მამაკაცი მოკლეს. შსს-ს თანამშრომლებმა მკვლელობის ფაქტზე ამავე სოფელში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული გ.მ.დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა პ.მ-ს და ს.პ.-ს, აღნიშნული პირები მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. დადგინდა, რომ 10 აგვისტოს სოფელი სათხის მცხოვრებმა გ.მ.-მ საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები ე.ც. და ა.პ., ასევე მოგვიანებით […]