ნინოწმინდაში ფორდ ტრანზიტი ფოლკსვაგენს დაეჯახა – 2 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა

ნინოწმინდაში ფორდ ტრანზიტი ფოლკსვაგენს დაეჯახა - 2 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა5 აგვისტოს ნინოწმინდაში, სოფელ განძასთან, სატვირთო მიკროავტობუსი ფორდ ტრანზიტი და ფოლკსვაგენი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. 1 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილები “ფოლკსვაგენის” მარკის მანქანაში ისხდნენ.

მიკროავტობუსის მძღოლი ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მოგვიანებით ის ხაშურის კლინიკაში გადაიყვანეს.

“აქვს ტრავმული შოკი, ნეკნების მოტეხილობა”, – აცხადებენ ახალქალაქის რეფერალურ ჰოსპიტალში.
ადგილზე მობილზებული იყვნენ სამართალდამცავები.
შსს-მ საქმეზე ძიება, სსკ–ს 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სამხრეთის კარიბჭე