ჭდე: ხელფასი

ნოდარ მელაძე – “მთავარზე ხელფასის დაგვიანებაზე ქოცებს ვარამი უნდა ჰქონდეთ”

ნოდარ მელაძე სუსში მივიდა

ნოდარ მელაძემ ფეისბუქში დაწერა: “მთავარ არხზე ხელფასის დაგვიანება რა უხარიათ ქოცებს, ვარამი უნდა გქონდეთ ამდენ სწორად მოაზროვნე ადამიანს, რომ უყურებთ და თავად ხედავთ რომ მათთვის მთავარი, მათი პროფესიაა და არა ხელფასი. მამუმამუს აჩოაჩოს და იკაიკას მათი მითები თავზე რომ ემსხვრევათ, მაგაზე უნდა დარდობდეთ. ეს კი არა, უარესებიც გადაუვლია ამ ხალხს! ბენზინიც არ გვქონია გადაღებაზე წასასვლელად, […]

საქართველოში მამაკაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 450 ლარით აღემატება

საქართველოში მამაკაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 450 ლარით აღემატება

საქართველოში მამაკაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 450 ლარით აღემატება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1.022.9 ლარით, ხოლო კაცების – 1.473.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 49.5 ლარი. ამასთან, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

მამულიჩა – “მთავრობამ ხელფასი არ აიღოს და 200 ლარიანი დახმარებით იცხოვროს”

მამულიჩა - "მთავრობამ ხელფასი არ აიღოს და 200 ლარიანი დახმარებით იცხოვროს"

“ვინც ამ კანონებს წერს და წესებს ადგენს, თვითონ ჩადგეს ჩვენს მდგომარეობაში”, – ამის შესახებ პროდიუსერმა კახი მამულაშვილმა, იგივე მამულიჩამ, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე საუბრისას “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. „მთავრობა თვითონ ჩადგეს ჩვენს მდგომარეობაში – აიღოს ის 200 ლარი, ან 6 თვეში 300 ლარი. დამიჯერეთ, სხვანაირად დაწერს კანონსაც და რეგულაციებსაც სხვანაირად გამოუშვებს… პირველი ლოკდაუნის დროს […]

თამარ კობერიძე – “თამარ ბაჩალიაშვილის ხელფასი 4.500 ლარი იყო”

თამარ კობერიძე - "თამარ ბაჩალიაშვილის ხელფასი 4.500 ლარი იყო"

ჩვეულებრივი რიგითი პროგრამისტის ხელფასი ჰქონდა თამუნას, დაახლოებით 4.500 ლარამდე, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი დამსაქმებელი კომპანია ZAG-ის დირექტორმა, თამარ კობერიძემ “მთავარი არხის” ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა. კობერიძემ გაიხსენა, რომ ბუნდოვან ვითარებაში დაღუპულმა 23 წლის პროგრამისტმა მათ კომპანიაში მუშაობა 2017 წლის აგვისტოში, ექვსთვიანი სტაჟირებით დაიწყო, რის შემდეგაც ის უკვე კომპანიის რიგითი თანამშრომელი გახდა. […]

გახარია – “მასწავლებლების ხელფასი 1.800 ლარი გახდება”

გახარია: ბანკირმა ბანკს მიხედოს, მეპურემ პური გააკეთოს და მეუფემ კიდე ეკლესიაში იაროს

“განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი დაახლოებით 1.800 ლარი გახდება,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა 2020 წელს მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს განათლებას, რაც დასაქმების გაზრდისა და შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსის აღმოფხვრის საფუძველი უნდა გახდეს. […]

რა ხელფასი მიიღეს თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა 2018 წელს

ვის ემუქრება თიბისი - "პროკურატურამ 2008 წლის საბანკო ოპერაციაზე ამოიღო დოკუმენტაცია"

„თიბისი ჯგუფმა“ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში, მათ შორის, ბანკის მმართველი პირების შემოსავლებიც არის მოცემული. საუბარია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაზე. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს მამუკა ხაზარაძის ანაზღაურება 987.000 დოლარი; ბადრი ჯაფარიძის – 833.000; ნიკოლოზ ენუქიძის – 166.000; ნიკოლას დომინიკ ჰააგის – 135.000, მარია ლუიზა ჩიკონიანის – 38.000, ხოლო ცირა კემულარიასი – 33.000 დოლარი იყო. საანგარიშო […]

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ელმავალმშენებელ ქარხანაში შევიდა

ელმავალმშენებელი ქარხნის მუშები ხელფასის გადახდას ითხოვენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სს “ელმავალმშენებელის” ხელმძღვანელი პირების მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო პროცესი 2019 წლის 24 იანვარს დაიწყო. “გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით. გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინებების საფუძველზე […]

ელმავალმშენებელი ქარხნის მუშები ხელფასის გადახდას ითხოვენ

ელმავალმშენებელი ქარხნის მუშები ხელფასის გადახდას ითხოვენ

ელმავალმშენებელი ქარხნის დასაქმებულებმა კოლექტიური შრომის დავა დაიწყეს.  პროფკავშირების ინფორმაციით, თანამშრომლები 6 თვის სახელფასო დავალიანებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი განცხადებით, უმეტესობას კუთვნილი ანაზღაურება რამდენიმე თვეა არ აუღია. მათივე თქმით, ხელფასებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის თანამშრომლებს რამდენჯერმე შეხვდნენ. ადმინისტრაცია ქარხნის ბიუჯეტში თანხის არარსებობას იმიზეზებს. ბიემჯი

საქართველოში 85 ადამიანს 100 ათას ლარზე მაღალი ხელფასი აქვს

საქართველოში 85 ადამიანს 100 ათას ლარზე მაღალი ხელფასი აქვს

2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით, თვეში 100 ათას ლარზე მაღალი ხელფასი საქართველოში 85 ადამიანს აქვს. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, ნოემბერში მათ ჯამში 52.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც ერთ დასაქმებულზე საშუალოდ 620 ათასი ლარია. სახელფასო სტატისტიკა პირველმა არხმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა. მაღალშემოსავლიანი მოქალაქეების სტატისტიკა თვეების მიხედვით ცვალებადია. წელს მათთვის ყველაზე წარმატებული თვე მარტი აღმოჩნდა, […]

”ბრძოლას სამართლებრივად გავაგრძელებთ” – იბერიას თანამშრომლები ხელფასებს ითხოვენ

”ბრძოლას სამართლებრივად გავაგრძელებთ” - იბერიას თანამშრომლები ხელფასებს ითხოვენ

ტელეკომპანია „იბერიადან“ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი მენეჯმენტისგან არსებული სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ. „ჩვენ გვქონდა შეთავაზება, რომ მზად ვიყავით ამ პირობებშიც გვემუშავა. უბრალოდ, მაუწყებლობა არ შეწყვეტილიყო და ფინანსური პრობლემების მიუხედავად გაგვეგრძელებინა მუშაობა, უბრალოდ მიგვეღო პასუხები, როდის შეიძლებოდა, რომ ეს ფინანსური პრობლემები მოგვარებულიყო და ა.შ. თუმცა, ტელევიზიის მხრიდან ამაზე თანხმობა არ იყო, მენეჯმენტი ამაზე არ […]