რა ხელფასი მიიღეს თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა 2018 წელს

რა ხელფასი მიიღეს თიბისის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა 2018 წელს„თიბისი ჯგუფმა“ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში, მათ შორის, ბანკის მმართველი პირების შემოსავლებიც არის მოცემული. საუბარია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაზე.

კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს მამუკა ხაზარაძის ანაზღაურება 987.000 დოლარი; ბადრი ჯაფარიძის – 833.000; ნიკოლოზ ენუქიძის – 166.000; ნიკოლას დომინიკ ჰააგის – 135.000, მარია ლუიზა ჩიკონიანის – 38.000, ხოლო ცირა კემულარიასი – 33.000 დოლარი იყო.

საანგარიშო პერიოდში მამუკა ხაზარაძე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე – მისი მოადგილე, ხოლო დანარჩენი ოთხი პირი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები იყვნენ.