საქართველოში მამაკაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 450 ლარით აღემატება

საქართველოში მამაკაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 450 ლარით აღემატებასაქართველოში მამაკაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 450 ლარით აღემატება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1.022.9 ლარით, ხოლო კაცების – 1.473.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში – 49.5 ლარი.

ამასთან, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.