ყოფილი დეპუტატი და ბიძინა ივანიშვილის მეგობარი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში თუ დაბრუნდება, თავად ივანიშვილისთვის არის უკეთესი.
– მისი დაბრუნება ჩემს მოთხოვნაზე არ არის დამოკიდებული. მიმაჩნია, რომ თუ დაბრუნდება, ქვეყნისთვის იქნება უკეთესი.
პირველ რიგში თავად ივანიშვილისთვის იქნება დაბრუნება უკეთესი. სხვა თუ არაფერი, არაფორმალურ მმართველს მაინც აღარ უწოდებენ და გადაწყვეტილებებს ღიად მიიღებს.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ვითარებას, მისი დაბრუნების შემ-თხვევაში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.
დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად უშვებენ შეცდომებს, რაც ივანიშვილს ბრალდება. არავინ ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებების უკან ყოფილი პრემიერი არ დგას. სამაგიეროდ, თუ წარმატებას მიაღწიეს, ამას მხოლოდ საკუთარ თავზე მიიწერენ. ამ მხრივ მოქმედი ხელისუფლება ძალიან კომფორტულად არის.
ბევრს მისი დაბრუნება არ უნდა, ისინი ასე უკეთესად გრძნობენ თავს.
„ახალი თაობა“, შორენა მარსაგიშვილი

