|
ადგილზე იმყოფებიან მისი ახლობლებიც, რომლებიც მამაკაცის ჩამოყვანას, სამართალდამცავებთან ერთად ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. სავარაუდოდ, გია. თ-ს ყოფითი საკითხების გამო, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. როგორც მამაკაცი იმეორებს , „ქვეყანაში ნარკოტიკების შემოდინება ხდება; ახალგაზრდები ირყვნებიან.” ის მისი ფსიქოლოგის მისვლას ითხოვდა, რომელიც პარლამენტთან ამ წუთებში მივიდა, ფსიქოლოგი მერაბ ონიანი სახანძრო კიბით ავიდა და მას პირადად გაესაუბრა. როგორც ,,ნიუპოსტის” კორესპონდენტს მამაკაცის მეგობრებმა განუცხადეს, გია თ.-ს ჰყავს ცოლი და ორი შვილი. მამაკაცს ისინი დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ ის ხშირად განიცდიდა ახალგაზრდების ნარკოდამოკიდებულებას. ნიუპოსტი |


თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილისამი მიძღვნილ მემორიალზე მამაკაცია ამძვრალი, რომელსაც ხელში კომბალი უჭირავს, და ჩამოსვლაზე უარს აცხადებს.ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სამედიცინო ბრიგადები.