მექრთამეებს არც ბოდიშს ვუხდი და არც 20 500 ლარი მაქვს მათთვის გადასახდელი, რომც მქონდეს ეკა ბესელიას არაფერს გადავუხდიდი, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მის მიმართ ეკა ბესელიას სარჩელის შეფასებისას განუცხადა.ელისაშვილის თქმით, ის ბოლომდე ეცდება თავისი სიმართლის დამტკიცებას და თუ საქალაქო სასამართლო მისთვის არასასურველ გადაწყვეტილებას გამოიტანს, ის ზედა ინსტანციებში გაასაჩივრებს.
_ რაც შეეხება მოთხოვნას, 20.500 ლარად რომ უღის თავისი ღირსება და მორალი ბესელიას, ჩემგან ითხოვს ბოდიშს და 20.500 ლარს, მექრთამეებს არც ბოდიშს ვუხდი და არც ბესელიასთვის მისაცემი 20.500 ლარი მაქვს. რომც მქონდეს ეკა ბესელიას არაფერს გადავუხდიდი.

თუმცა მე ბოლომდე ვეცდები ჩემი სიმართლის დამტკიცებას. ჯერ არ მიუღია ქვედა ინსტანციას გადაწყვეტილება. თუ ჩემთვის არასასურველი გადაწყვეტილება იქნება, უზენაეს სასამართლომდე ვივლი და სტრასბურგამდე, მაგრამ გამორიცხულია მექრთამეს ბოდიში მოვუხადო, – განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილი იმედოვნებს, რომ საქალაქო სასამართლო მისთვის დადებით გადაწყვეტილებას გამოიტანს.
_ ბესელიას სარჩელზე პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას 20 მარტს გამოაქვეყნებს. სასამართლოს მიმართ რა მოლოდინი უნდა მქონდეს, სიმართლე გითხრათ, აღარ ვიცი.

ვნახეთ რა გადაწყვეტილება მიიღო ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით სამივე ინსტანციამ. მინდა, რომ სამართლიანობის მჯეროდეს. იმედი მაქვს, რომ ქეთევან კუჭავა იქნება განსხვავებული მოსამართლე და არა ისეთი მოსამართლე, როგორადაც ჩამოყალიბდნენ მოსამართლეები საქართველოში, – განაცხადა ელისაშვილმა.
ინტერპრესნიუსი