აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ პირველად ოფიციალურად დაადასტურა, რომ FBI გამოძიებას აწარმოებს რუსეთის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით და ასევე დონალდ ტრამპის რუსეთთან შესაძლო კავშირების თაობაზეც.
კომის არ დაუკონკრეტებია არის თუ არა რაიმე მტკიცებულება ამ საქმეზე, მაგრამ მისი თქმით გამოძიება გაგრძელდება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება მისი შედეგების შესახებ.
FBI-ის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით რუსეთს სურდა აშშ-ის დემოკრატიისთვის ზიანი მიეყენებინა და ამის გამო ის აქტიურად ეხმარებოდა ტრამპს და ხელს უშლიდა მის მოწინააღმდეგეს ჰილარი კლინტონს. ამ განცხადებით კომიმ უნდობლობა გამოუცხადა დონალდ ტრამპს და სავარაუდოდ პრეზიდენტს FBI-სთან მომავალში ძალიან დაძაბული ურთიერთობა ექნება.
ჯეიმს კომიმ ასევე არ დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრები ისმინებოდა.

