ბარამიძე: „პრემიერის მინიშნებები ნაციონალური მოძრაობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა“

ბათუმში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ მორიგი უნამუსობა უწოდა.

_ პრემიერის ის გაკეთებული მინიშნებები ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით, იმ აბსოლუტურ უმსგავსობასთან და ვანდალიზმთან მიმართებაში, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და დიდი მორიგი უნამუსობა.

იგი ცდილობს, ჩვენს მიერ სოლიდარობა გამოცხადებული მშვიდობიანი აქცია,  გააიგივოს მათ მიერვე ალბათ მოგზავნილი პროვოკატორების მიერ ბათუმში მანქანების დაწვის და ბარბაროსულ ქმედებასთან, რომლიც გამოსაძიებელია და ყველა ამაში მონაწილე ადამიანი არის კანონის მთელი სიმკაცრით დასასჯელი, _ განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ნიუპოსტი