აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბათუმში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბათუმის საავადმყოფოებში 33 ადამიანია მოთავსებული, რომელთაგან 15 პოლიციელია.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამართალდამცავებს ძირითადად ზედაპირული ტრავმები აღენიშნებათ, რომელიც ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, მათ ძირითადად ცრემლსადენი გაზის მოწამლვა აღენიშნებათ.
დაშავებულების უმეტესობა საავადმყოფოდან, შესაბამისი დახმარების გაწევის შემდეგ უკვე გაწერეს და სტაციონარში მხოლოდ ერთი ადამიანი რჩება, რომელსაც სავარაუდოდ ტვინის შერყევა აღენიშნება.
ნიუპოსტი

