ბათუმში პოლიციამ ცრემლდენი გაზით დაშალა აქცია

სულ  ცოტა ხნის წინ ბათუმში პოლიციამ აქცია ცრემლდენი გაზის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია.

აქცია აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარეობდა.

აქციის მონაწილეები პოლიციის ძალადობრივ ქმედებას აპროტესტებდნენ და დაკავებული 5 პირის გათავისთუფლებას ითხოვდნენ.
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მოსახლეობასა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.