ბექა ჩხაიძე დაინიშნა

მომღერალი ბექა ჩხაიძე დაინიშნა. ბექას რჩეული 28 წლის თეონა ჯაფარიძეა. თეონამ და ბექამ ერთმანეთი ზაფხულში გაიცნეს და გუშინ ტრადიციული ნიშნობაც ჰქონდათ.

28 წლის თეონა ჯაფარიძე შსს-ს თანამშრომელია. ბექამ თეონას ოჯახს გოგონას ხელი რამდენიმე კვირის წინ სთხოვა.

ნიშნობის ცერემონიალს ანსამბლ “ალილოს” წევრები, წყვილის მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ამბები.გე