ბოსტნეული სტრესისგან გაგათავისუფლებთ

ბოსტნეული მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით – ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.
საჭიროა ხშირად და დიდი რაოდენობით მიირთვათ ბოსტნეული, რადგან მისი წყალობით დღის განმავლობაში მიღებული სტრესისგან გათავისუფლდებით.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია – ვინც დღის განმავლობაში ბევრ ბოსტნეულს მიირთმევს, ნაკლებად იტანჯება სტრესით.
12%–ით ნაკლებია სტრესის რისკის დონე იმ კატეგორიაში, ვინც დღეში 3 ან 4 ულუფა ბოსტნეულს მიირთმევს.
სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერები დააკვირდნენ 45 წელს ზემოთ ასაკში მყოფ 60.000 ავსტრალიელს.
მკვლევარებმა შეისწავლეს მონაწილეთა კვების რაციონი – რა დოზით მიირთმევენ ხილსა და ბოსტნეულს, მათი ცხოვრების სტილი და ფსიქოლოგიური დისტრესი.
ერთგვარი კითხვარის წყალობით გამოიკვლიეს ადამიანების შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები.
ქირურგია.გე

დატოვეთ თქვენი კომენტარი