ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტუსკი ევროპის საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.
კენჭისყრამდე პოლონეთის პრემიერმა ბეატა შიდლომ ევროკავშირის ლიდერებს წერილით მიმართა, ტუსკის მეორე ვადით არჩევისთვის მხარი არ დაეჭირათ.
4 მარტს პოლონეთის მთავრობამ ამ თანამდებობაზე ევროდეპუტატ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის კანდიდატურა წარადგინა, რის გამოც ის პოლონეთის ოპოზიციური პარტიის „სამოქალაქო პლატფორმის“ რიგებიდან გარიცხეს. ავტომატურად, ის გაირიცხა ევროპის სახალხო პარტიიდანაც.
თავად ტუსკი კენჭისყრის დროს დარბაზში არ იმყოფებოდა. მილოცვებისთვის მადლობა მან სოცქსელებით გადაიხადა და დაწერა:
_ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ევროპის საბჭო უკეთესი გახდეს.

