დონალდ ტუსკი პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა

დონალდ ტუსკი პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარაევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი 19 აპრილს, ვარშავის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტუსკი დაკითხვაზე მივა. თუმცა ვარშავის პროკურატურის ოფიციალური წარმომადგენლის მიხა ძიკანსკის განცხადებით, უწყებას დონალდ ტუსკისგან ოფიციალური დადასტურება ჯერ არ მიუღია.
დონალდ ტუსკი დაკითხვაზე გამოძახებულია პოლონეთის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებისა და რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ს შორის თანამშრომლობის საქმეზე. როგორც ცნობილია, ეს თანამშრომლობა პოლონეთის ხელისუფლების თანხმობის გარეშე ხდებოდა.
პროკურატურაში განმარტეს, რომ დონალდ ტუსკი მოწმის სახით არის გამოძახებული.

გამოძიების სხვა დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.