გუშინ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი მოკლეს. დენის ვორონენკოვი უკრაინაში 2016 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდა.
_ დენის ვორონენკოვის მკვლელი უკრაინის მოქალაქე პაველ პარშოვია, რომელიც 1988 წელს ქალაქ სევასტოპოლში დაიბადა, – ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ვორონენკოვის მკვლელი ერთი წლის განმავლობაში ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია და ეროვნული გვარდიის რიგები 2016 წლის აგვისტოში დატოვა.

