ელისო კილაძე: “შვილის დაკავებამდე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მთავაზობდნენ”

ელისო კილაძე: "შვილის დაკავებამდე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მთავაზობდნენ"გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ჟურნალისტის თქმით, შვილის დაკავებამდე მასთან ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავის, უჩა მამაცაშვილის მეშვეობით, შუამავალი დადიოდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან გარიგებას სთავაზობდა.
_ ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის შუამავალი დადიოდა მოსალაპარაკებლად. ჩემგან ითხოვდნენ კეთილგონიერებას, ითხოვდნენ აქტიურობის შეწყვეტას რუსთავი 2-ის საქმეზე და “ქრონიკა+”-ის აქტიურობის გადატანას “ქართული ოცნების” მხარეს !!!

ვიცხოვრებდი გარანტირებულად კარგად, ამის გარანტი იქნებოდა პირადად ბიძინა ივანიშვილი. თანხმობის შემთხვევაში იგეგმებოდა ჩემი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. თუ გახსოვთ ჩემი ჩართვა”არჩევანში” _ უჩა მამაცაშვილს ეკრანიდან მე საჯაროდ ვუთხარი უარი. ეს პატარა ადამიანები შვილით ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. თქვენც გყავთ შვილები, ღმერთის შეგეშინდეთ !!!!! ჩემს შვილსაც გამოვიხსნი, _ აცხადებს ელისო კილაძე.