ემანუელ მაკრონი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტელედებატების გამარჯვებული გახდა

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტელედებატების გამარჯვებული გახდა

პოლიტიკური მოძრაობა წინ-ის  ლიდერი ემანუელ მაკრონი პირველი ტელედებატების გამარჯვებული გახდა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტელედებატები ტელეარხ TF1-ზე გაიმართა და მასში პრეზიდენტობის 5 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. ესენი არიან: მარინ ლე პენი, ემანუელ მაკრონი, ფრანსუა ფიონი,  ჟან-ლუკ მელანშონი, ბენუა ამონი.

ჩატარებული გამოკითხვის თანახმად საზოგადოების 29% ფიქრობს, რომ ემანუელ მაკრონი ყველაზე დამაჯერებელი იყო.

მეორე ადგილზე დაუმორჩილებელი საფრანგეთის ლიდერი ჟან-ლუკ მელანშონი გავიდა, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილები მარინ ლე პენმა და ფრანსუა ფიონმა გაიყვეს. ემანუელ მაკრონი საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა მას ღირსეული კონკურენტები ჰყავს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს, ხოლო მეორე ტური კი 7 მაისს გაიმართება.