ქართველი ემიგრანტი იზა ყურაშვილი სოციალურ ქსელში გადაცემა “სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად” გასულ გადაცემას ეხმიანება.
გადაცემა სპეციალურად ემიგრანტებზე მომზადდა. თუ რამ გამოიწვია ემიგრანტების გაღიზიანება, ამის შესახებ იზა ყურაშვილის განცხადებიდან შეიტყობთ:
_ გია ჯაჯანიძის შოუს ყურების შემდეგ, რომელიც ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შეეხებოდა, სურვილი გამიჩნდა, ორი სიტყვა მეთქვა.
ბოღმა მახრჩობს და გული გასკდომაზე მაქვს, წუხანდელის მერე ვერ მოვახერხე აქ შემოსვლა და რამის დაწერა. ასე როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა, შენი ქართველები, შენი ემიგრანტები, ამდაგვარი სიუჟეტი რომ გააკეთო და მიუძღვნა მათ.
რას გევხართ ხალხო, რა უბედურებაა, ამის გამო ჩამოდიხართ საბერძნეთში, ასე გააბანძოთ და მიწასთან გაასწოროთ ისედაც გაჭირვებული ემიგრანტები??. სხვას რას ველოდით ჯაჯანიძისგან, ამ კეკელკასგან (მაგრამ არც რუსთავი ორიდან ჩამოსულ ჟურნალისტებს გაუკეთებიათ უკეთესი სიუჟეტები). მომენტებს იჭერთ, რომ საშინლად, მათხოვრებად, ფარჩაკებად წარმოაჩინოთ ქართველები??
ომონიის გარდა არსებობს ათენი, რესტორან ”თეთრი ღამის” გარდა ბევრი კარგი ადგილებია, სადაც იკრიბებიან ქართველები. ომოიოაზე ამანათების გასაგზავნად გასულ ქალბატონების გარდა, არსებობენ ქალბატონები. კიდევ კარგი, ის მაინც დააფიქსირეთ, რაც მთელ სიუჟეტში ერთი ნათელი წერტილად გაკიაფდა, ახალგაზრდა ბიჭებისგან გადაცემული საჩუქრები!
რა უბედურება გჭირთ მაქ საქართველოში, ჟურნალისტებო?? იმის მაგივრად, სითბო და სიყვარული მოგვანიჭოთ, ამას რას გვიკეთებთ? და გგონიათ, რომ ეს კარგია და მადლობელი დაგრჩებით ძალიან??
გაითვალისწინეთ მომავალში, ათენში ჩამოსვლას როცა დააპირებთ იკითხეთ, შეხვდით ისეთ ადამიანებს, რომლებიც ომონიის და წმინდა პანტელეიმონის ეკლესიის გარდა სხვა რამეებსაც გაჩვენებენ. სხვა მხრიდანაც დაგანახვებენ ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას!! თორემ საერთოდ ნუ ჩამოდიხართ, მაშინ და თავს მაინც ნუ გვჭრით!!!

