ერდოღანი ტილერსონს შეხვდა

ერდოღანი ტილერსონს შეხვდათურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მიიღო.

შეხვედრა საპრეზიდენტო სასახლეში პრესისთვის დახურულ კარებს მიღმა გაიმართა და ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს შესაძლო ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის საკითხები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლაში.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე წამოწია აშშ-დან თურქეთში ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების საკითხი.