დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა.
ესქიშაჰირის პროვინციაში გამოსვლის დროს მან მიმართა ევროპაში მცხოვრებ თურქებს და მოუწოდა, იყოლიონ 5-5 შვილი და არა _ 3, როგორც ეს დღეს თურქეთშია მიღებული:
_ მე მივმართავ ჩემს დებს და ძმებს ევროპაში. გააჩინეთ 5-5 შვილი და არა _ 3. თქვენი სამშობლი არის იქ, სადაც ცხოვრობთ. დამკვიდრდით ამ ადგილებში. გააფართოვეთ ბიზნესი. შვილებს საუკეთესო სკოლებში ასწავლეთ, დასახლდით საუკეთესო რაიონებში და იმგზავრეთ საუკეთესო ავტომობილებით.
ბოლოს კი მან დაამატა:
_ თქვენ ევროპის მომავალი ხართ.

