,,გუდვილში“ 1 კილოგრამი ალუჩა 109 ლარი ღირს _ ”დადგა ნანატრი წუთები, ცხოვრება გემრიელია”

_ და აი, დადგა ის ნანატრი წუთებიც. დღეიდან საშუალება გაქვთ, შეიძინოთ უგემრიელესი ალუჩა. ცნობისთვის, ალუჩა მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარეა, რომელიც უამრავ ვიტამინს შეიცავს. გუდვილი _ ცხოვრება გემრიელია!

ამ პოსტს ფეისბუქის გევრდზე ჰიპერმარკეტი ,,გუდვილი“ ავრცელებს, რომელსაც სოციალური ქსელის მომხმარებლების უკმაყოფილება მოჰყვა.

ამის მიზეზი კი ხილის ფასია. როგორც ირკვევა, ალუჩა 100 გრამიანი შეფუთვით იყიდება და ფასი 10.90 ლარია. როგორც ჰიპერმარკეტის გვერდის ადმინისტრატორი აღნიშნავს, ალუჩა ჰოლანდიიდან არის იმპორტირებული. ხილი “გუდვილის” ყველა ფილიალში იყიდება.

_ ამას სირცხვილით არც უნდა აქვეყნებდეთ თქვენს გვერდზე, სამარცხვინოა ეს ფასი და თქვენს მენეჯმენტს ეს უნდა ესმოდეს. სირცხვილია დიდი ასეთი ფასის დადება 8 ცალ ალუჩაზე, – წერს კომენტარში სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი.

_ რა ღირს ალუჩაოო? ყველა ახსენებს ალუჩას და ბარემ ეგ გასაოცარი ფასიც მიაწერეთ რაა, მოვკვდი ინტერესით, გამიფრთხა დილის ძილიი, _ წერს მეორე მომხმარებელი.

_ გუდვილში 109, აგროჰაბში 120 ლარი, _ აღნიშნავს სხვა იუზერი.