ირაკლი ჩხვირკია: “ენმ-ს ოფიციალური წევრი არასოდეს ვყოფილვარ “

ირაკლი ჩხვირკია, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს პარტიიდან გარიცხა, ამ ფაქტს ფეისბუკზე გამოეხმაურა.

როგორც ჩხვირკია წერს, ის პარტიის ოფიციალური წევრი არც არასდროს ყოფილა.

_ ყველას პირადში ვერ გიპასუხებთ. ვადასტურებ, რომ გამრიცხეს, მაგრამ ალბათ უფრო გამემიჯნენ, რადგან არასოდეს ვყოფილვარ პარტიის ოფიციალური წევრი და არც რაიმე პარტიული თანამდებობა მქონია!

გამრიცხეს მხარდამჭერთა რიგებიდან.

_ ვრჩები საქართველოს ერთგულ ჯარისკაცად და ქართული ოცნების მოღალატეობრივი მთავრობის წინააღმდეგ მებრძოლად!!!

_ დამშვიდდით! დრო ყველა კითხვას გასცემს პასუხს და ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს!!!

_ ნუ ღელავთ ჩემო მეგობრებო, ნუ ღელავთ! ის, რომ ამდენი წლის პოლიტიკური აქტიურობის მიუხედავად, არსად არასდროს არ მეჭირა არავითარი პარტიული თანამდებობა, ნიშნავს იმას, რომ არსებობს ბევრად მეტი მიზანი და ბევრად უმთავრესი იდეა, ვიდრე რაიმე სახის თანამდებობა შეიძლება იყოს!!!

_ იდეა ერთია და მას ჰქვია ” ერთიანი, ძლიერი და განვითარებული საქართველო” და ამ იდეის განხორციელებას შევეწირები სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო!!!

პ.ს. ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ! ზოგს შეგრცხვებათ, ზოგი ბოდიშს მომიხდით მაგრამ მე არაფერს არ მოვითხოვ თქვენგან! მიყვარხართ ყველა, ვინც ახლა განიცდით, _ წერს ირაკლი ჩხვირკია.