საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის თქმით, პატრიოტთა ალიანსი პრეზიდენტის ვეტოს მხარს უჭერს.
ინაშვილის განცხადებით მათ ე.წ მოსმენების კანონის წარმოდგენილი ვარიანტისთვის არცერთ მოსმენაზე მხარი არ დაუჭერიათ და შესაბამისად არც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მიიღებენ მონაწილეობას.
_ „საქართველოს პატრიოტები“ კონცეპტუალურად არ ვეთანხმებით წარმოდგენილ კანონს, ჩვენ არ დაგვიჭერია მხარი არცერათი მოსმენისაას შესაბამისად ჩვენ მხარს დავუჭერთ პრეზიდენტის ვეტოს, თუმცა კარგად გვესმის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ ვეტოს ახსნის. მაგრამ ეს არის პოლიტიკური აქტი და დადასტურება იმისა, რომ პრეზიდენტი არ იზიარებს ამ კანონპროექტის სულისკვეთებას, _ განაცხადა ირმა ინაშვილმა.

