ჯაბა სამუშია: ,,ვინც 2 ბინას მიპოვის, ვაჩუქებ”

,,ახალი საქართველოსა” და ,,მედიატორის” კვლევის თანახმად, საკრებულოს დეპუტატს, ჯაბა სამუშიას დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული, მისი ოჯახის კუთვნილი ქონება სრულად არ არის დაფიქსირებული.

პრეტენზიებს მიუღებელსა და სულელურს უწოდებს ჯაბა სამუშია.

,,ახალ თაობასთან” საუბარში დეპუტატი კვლევის ავტორებს წერა-კითხვის შესწავლისკენ მოუწოდებს.

ჯაბა სამუშია:
_ ჩემს ქონებრივ დეკლარაციაში ყველაფერი წესრიგშია. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ მათ წერა-კითხვა არ იციან. ესენი ის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც მთელ ქვეყანას მოსდეს, თითქოს მე 3 ბინა შევიძინე. სინამდვილეში, ვიყიდე ბინა,  რომლის შესაძენადაც 70.000 დოლარის ოდენობის ვალი ავიღე. ვაცხადებ სახალხოდ, ვინც იმ 2 ბინას იპოვის, ვაჩუქებ.