კახა კუკავა: ,,ხელისუფლებას სოციალური აფეთქება ემუქრება”

ოპოზიციონერი კახა კუკავა გაზეთ „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზეა, რასაც შეიძლება რევოლუციის გზით  ხელისუფლების შეცვლის მიზეზი გახდეს.

– მინდა, ხელისუფლება გავაფრთხილო, თუნდაც ბათუმის აფეთქებასთან დაკავშირებით. ყველგან ასეთი აფეთქებები იწყებოდა სოციალური კრიზისის დროს. კარგად წაიკითხონ, რა ხდებოდა 90-იანი წლების საქართველოში. გაიხსე-ნონ, 2003-ში რა ტალღაზე მოვიდა სააკაშვილი ხელისუფლებაში, გაიხსენონ, რო-გორ მოხდა მაიდანი უკრაინაში. ყველა ამ პროცესის დაწყებას წინ უძღოდა ხე-ლისუფლების უტიფრობა და ხელისუფლების მიერ საზოგადოებრივი აზრის სრუ-ლი იგნორირება.

ეს პროცესები უკვე ძალიან ჰგავს იმას, რაზეც მე ვსაუბრობ. როდესაც ხელისუფლება 100%-ით ეკუთვნის პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სათანადო ლეგიტიმაცია არ გააჩნია, როდესაც რეალურ ლეგიტიმაციასა და ხალხის მიერ მინიჭებულ ლეგიტიმაციას შორის ჩნდება დიდი ზღვარი, მაშინ ხდება ყველგან აფეთქება.

დღეს ,,ქართული ოცნების” რეალური რეიტინგი 20-დან 30%-მდეა და მათ ეკუთვნით ხელისუფლების 100%. ან ისინი გადაანაწილებენ ამ ხელისუფლებას სხვა პოლიტიკურ ძალებთან, ხოლო თუ ამის შენარჩუნებას მოინდომებენ, მოხდე-ბა ისეთივე აფეთქება, როგორიც მოხდა 2003-ში და 2012-ში და ეს ,,ქართულ ოც-ნებას” ძალიან ძვირად მოუბრუნდება.

რევოლუციის გზით შეცვლილ ხელისუფლებებს რაც ემართებათ, ეს ყველამ ვნახეთ. ყველა ხელისუფლის მცდელობა, საქართველოში დაემყარებინა ავტორი-ტარული რეჟიმი, დასრულდა კრახით. ეს არც ივანიშვილს გამოუვა, ძალიან ძვი-რად მოუბრუნდება უკან და იმ მაგნოლიებით გაწყობილ სასახლეში ვიღაც უცხო-ელი ინვესტორი დასახლდება.

„ახალი თაობა“, ნონა ცაბაძე