კალაძე, ნარმანია, ხოშტარია, ელისაშვილი – ვინ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის

რამდენიმე თვეში საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. მთა-ვარი ყურადღება, როგორც წესი, დედაქალაქისკენ არის მიმართული. აქედან გამომდი-ნარე, პარტიები განსაკუთრებული მონდომებით არჩევენ თბილისის მერობის კანდიდა-ტებს.

ამ მხრივ ყველაზე თადარიგიანი მმართველი პარტია აღმოჩნდა. აქ თბილისის მერობის კანდიდატის შერჩევა საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყეს. მაშინ ამბობდნენ, რომ მოქმედი მერი დავით ნარმანია გადადგებოდა. მაშინ გადადგომის სანაცვლოდ ნარმანიამ საარჩევნო სიის პირველ ათეულში მოინდომა ჩასმა.

დავით ნარმანიას მიმართ, მართალია, ბევრი პრეტენზიაა, მაგრამ ,,ქართულ ოც-ნებაში” ისევ განიხილება მისი კანდიდატურა. როგორც ,,ახალ თაობას” ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, ნარმანიას სერიოზული პრეტენზიები აქვს.

ამას თბილისის მერის საქმიანობის ჟამთააღმწერელი ლევან ხაბეიშვილიც ადას-ტურებს.

თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად ვიცეპრემიერი კახა კალაძეც სახელ-დება. ეს ინფორმაცია თავად კალაძემ არც უარყო და არც დაადასტურა. ამის მიუხე-დავად, `ოცნების” კულუარებში ამბობენ, რომ თბილისის მერის პოსტზე სხვა კანდი-დატურებიც განიხილება. საუბარი იყო მამუკა ხაზარაძესა და ლევან გაჩეჩილაძეზე.

ლევან გაჩეჩილაძე ამ თემაზე ჯერ არ საუბრობს. სამაგიეროდ, “ოცნებაში” ლა-პარაკობენ ამაზე ღიად.

თბილისის მერის პოსტზე საკუთარ კანდიდატურებს ოპოზიციური პარტიებიც წა-რადგენენ. გამონაკლისი არც `,,ახალი საქართველო” იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის კანდიდატურა გიორგი ვაშაძე იქნება.

დედაქალაქის მერის სავარძლისთვის ყოფილი ხელისუფლებაც იბრძოლებს და, რადგანაც ეს პარტია ორად არის გაყოფილი, მას 2 კანდიდატი ეყოლება.

ნაციონალებში მერობისთვის ყველაზე გამოცდილი კანდიდატი ნიკა მელიაა, მაგრამ მასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემებია და, შესაძლოა, სხვა კანდიდატუ-რის ძებნა გახდეს საჭირო.

რაც შეეხება ,,ევროპულ საქართველოს”, თავიდან იყო საუბარი, რომ ის გიგი უგულავას კანდიდატურას დაასახელებდა. უგულავამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ახლა ევროპელები მის შემცვლელს ეძებენ.

ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, შესაძლოა, უგულავა ქალმა დეპუტატმა ჩაა-ნაცვლოს.

,,ქართულ ოცნებაში” ვარაუდობენ, რომ არჩევნებში პრეზიდენტის ბანაკიდანაც ელოდებათ სიურპრიზი. არ გამორიცხავენ, რომ ამ დროისთვის მან პარტია შექმნას და კანდიდატურაც დაასახელოს.

„ახალი თაობა“, შორენა მარსაგიშვილი