კამჩატკაზე ამოიფრქვა ვულკანი კამბალნი, რომელიც 200 წლის განმავლობაში ჩუმად იყო.
ვულკანს მიენიჭა საავიაციო საფრთხის ნარინჯისფერი კოდი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფერფლი შეიძლება 6-8 კილომეტრის სიმაღლეზე ამოიფრქვას, რაც საავიაციო მიმოსვლას საფრთხეს შეუქმნის.
ამ დროისთვის ვულკანის სიახლოვეს ტურისტული ჯგუფები დაფიქსირებული არ არის.

