კენედის დაავადება ქალებსაც ემართებათ _ ქეთი დევდარიანის პასუხი ნინო კუზანოვას ბრალდებებს

კენედის დაავადება ქალებსაც ემართებათ _ ქეთი დევდარიანის პასუხი ნინო კუზანოვას ბრალდებებს_ ბევრი ადამიანი აღშფოთდა, რომ მოვატყუეთ და ამიტომ, მინდა რომ რაღაცნაირად დავამშვიდო, გადაუმოწმებლად არაფერს ვწერთ, _ წერს „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი ქეთი დევდარიანი და შემდეგ სტატუსს აქვეყნებს.

ქეთი დევდარიანი:

_ ნათიას დაავადებას ქალბატონი ნინო კუზანოვი Nino Nadiradze-kuzanova გამოეხმაურა და მტკიცებით ფორმაში აღნიშნა, რომ ეს დაავადება მხოლოდ კაცებს ემართებათ და მაყურებელი შეცდომაში შევიყვანეთ. მაყურებელმა რომ მართლაც სიცრუეში არ იცხოვროს, აქვე დავდებ ლინკს, თუ რა ხდება სინამდვილეში.

ნინო კუზანოვამ კი სოციალურ ქსელში ნათიას დაავადებასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი განათავსა.

_ ჩცდ-ში საწყალ გოგოს კენედის დაავადება რომ დამართეს, მხოლოდ კაცებს ემართებათ, X ქრომოსომასთან შეჭიდული რეცესიული გენია,

კუზანოვას პასუხად, ქეთი დევდარიანმა დაავადებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ლინკი განათავსა და აღნიშნა, რომ ,,როცა ბრალს გვდებენ, ვცდილობთ ხოლმე არგუმენტირებული პასუხი გავცეთ…”.

Kennedy’s Disease is a genetic disease, passed on from generation to generation in a family. It is an X-linked recessive inherited gene. Generally males who inherit the gene exhibit symptoms, while females who inherit the gene are usually just carriers. In rare instances, females may also exhibit symptoms.

https://kennedysdisease.blogspot.com/…/can-women-have-kenne…

http://www.kennedysdisease.org/…/about-kennedys-disease/fre…

ქეთი დევდარიანის სტატუსს ნინო კუზანოვას გამოხმაურება და შექმნილი დისკომფორტის გამო წუხილი მოჰყვა.

ნიუპოსტი