ლევან ჩაჩუა: „აჭარაში საპატრულო სამსახურის უფროსი ნაცმოძრაობის ზონდერია“

„ქართული იდეის“ თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა ბათუმში 11-12 მარტს მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს:

_ ეს იყო შეწუხებული ადგილობრივი მოსახლეობის გულწრფელი პროტესტი. მძიმე სოციალური ფონის გარდა, ხალხი წინ აღუდგა უსამართლობასა და განუკითხაობას.

მისი განცხადებით,  არ შეიზლება აჭარაში საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელობა ნაცმოძრაობის ზონდერს ჩააბარო.

_ პოლიტპატიმარი ფრიდონ მერაბაშვილი გორელია და ეს მისგან ვიცი. ამ ზონდერმა სხვა კუნთმაგარი გორელებიც ჩაიყვანა აჭარაში სამუშაოდ. ისინი 10-ლარიანი ჯარიმის მაგივრად ადამიანს 50-ლარიანს უწერდნენ, 50-ლარიანის ნაცვლად _ 200-ლარიანს.

ჩვენი ორგანიზაციის აჭარის ხელმძღვანელმა ტარიელ მახარაძემ ადრევე მაცნობა, რომ პატრულის თანამშრომლები გამომწვევად იქცეოდნენ. ყველაზე უარესი ის არის, რომ ისინი ადგილობრივ ძირძველ ქართველებს „თათრებს“ ეძახდნენ. თავიდან ყველაფერი დაიწყო ნამდვილი პროტესტით. შემდეგ ეს პროტესტი თავისი ბინძური მიზნებისათვის გამოიყენა დამნაშავე ნაციონალურმა მოძრაობამ, თუმცა, შედეგს ვერ მიაღწია, _ განაქცხადა ლევან ჩაჩუამ „ახალ თაობასთან“

„ახალი თაობა“, მარიამ მჭედლიშვილი