ლონდონის ტერაქტი მასწავლებელმა მოაწყო

ლონდონის ტერაქტი მასწავლებელმა მოაწყომამაკაცი, რომელიც ვესტმინსტერის ტერორისტული აქტის ავტორია, იდენტიფიცირებულია.

ბრიტანეთის სამართალდამცავმა უწყებამ მის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. იგი ჰალიდ მასუდი გახლავთ.

მასუდი ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთის საგრაფო კენტში დაიბადა, 52 წლის მამაკაცი დასავლეთ მიდლენდსში ცხოვრობდა. ასევე ცნობილია, რომ მას რამდენიმე ნასამართლეობა ჰქონდა წარსულში, ამ ეტაპზე კი არავითარი გამოძიების ობიექტი არ ყოფილა.

Dailymail-ის ცნობით, მასუდი დაქორწინებული იყო და მას სამი შვილი ჰყავს, იგი ასევე იყო მასწავლებელი.

სკოტლანდ იარდი იტყობინება:

_ მასუდს ასევე ჰქონდა რამდენიმე ფსევდონიმი. იგი ამ ეტაპზე არავითარი გამოძიების ობიექტი არ იყო და არ არსებობდა არავითარი ცნობა მისი გეგმის შესახებ, განეხორციელებინა ტერორისტული აქტი.

იგი სამართალდამცავებმა პირველად 1983 წლის ნოემბერში დააკავეს, უკანასკნელად კი მას სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობა 2003 წლის დეკემბერში უკანონო დანის შენახვისთვის ჰქონდა. იგი არ იყო გასამართლებული რამე სახის მძიმე დანაშაულისთვის, რომელიც ტერორიზმს უკავშირდებოდა.

ნიუპოსტი