ლონდონში მანქანამ ქვეითები გაიტანა

ლონდონში მანქანამ ქვეითები გაიტანალონდონში, პარლამენტთან სროლამდე, ვესტმინსტერის ხიდზე მანქანა ქვეითებს დაეჯახა. დაშავებულია 15-მდე ადამიანი.
ლონდონში ერთდროულად ორი თავდასხმა მოხდა. პარლამენტის შენობასთან მომხდარი ინციდენტის შედეგად პოლიციის ოფიცერია დაჭრილი.

დანით შეიარაღებული მამაკაცი პარლამენტში შეღწევას ცდილობდა. ის პოლიციელს თავს დაესხა, საკანონმდებლო ორგანოს დაცვის წევრებმა კი მისი მისამართით ისროლეს.
მამაკაცი სამართალდამცავებმა მოკლეს.

სკოტლანდ იარდი ლონდონში მომხდარ თავდასხმებს ტერორისტულ აქტად აფასებს.

პარლამენტის შენობის შესასვლელი ამ დრომდე დაკეტილია, მიმდებარე ტერიტორიაზე კი მოძრაობა შეზღუდულია.