მაკრონი ლე პენს უსწრებს

მაკრონი ლე პენს უსწრებსკვლევითი კომპანია “ჰარის ინტერქატივმა” გამოკვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური მოძრაობა წინ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ემანუელ მაკრონი რეიტინგში უსწრებს მოძრაობა ეროვნული ფრონტის ლიდერს მარინ ლე პენს.

მაკრონი ამომრჩეველთა ხმების 26% მიიღებს, ლე პენი კი _ 25%-ს.
აღსანიშნავია, რომ წინა გამოკითხვებში მარინ ლე პენი ლიდერობდა, თუმცა, როგორც ჩანს, საფრანგეთის მოსახლეობამ აზრი შეიცვალა.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები მთელს ევროპაში დიდ ინტერესს იწვევს. ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი გამარჯვების მთავარ კანდიდატებად ითვლებიან, თუმცა არის მესამე კანდიდატიც _ ყოფილი პრემიერ მინისტრი ფრანსუა ფიიონი. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართება.