მამუკა გამყრელიძე: „ნიკა გვარამიამ ფარსი გაითამაშა”

მამუკა გამყრელიძეს გია ყარამანიშვილთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და მის პოზიციასაც იზიარებს.

_ ძმების შეთავაზება საინტერესო წინადადება იყო, დანარჩენი კი ნელ-ნელა გამოჩნდება და გამოიკვეთება. იყო უცნაური წინადადებები „რუსთავი 2“-ის მხრიდან, რომ ნაწილისთვის მიეცათ ეს აქციები და არა ყველასთვის. ალბათ, ამაზეც ჩამოყალიბდებიან, _ განაცხადა „ახალ თაობასთან“ მამუკა  გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, „რუსთავი 2“-ის წილების პირდაპირ ეთერში გადანაწილება არასწორი იყო.

_ მე და გვარამიას განსხვავებული გემოვნება რომ გვაქვს, ყველამ იცის. ეს მისი საქმეა. ამას რაღაც ფარსის სახე ჰქონდა, რაღაცა დემოკრატიობანას თამაში მოინდომა. ეს ყალბი მომენტი იყო. ყოველ შემთხვევაში, მე ასე დავინახე. შესაძლოა, ვიღაცაზეა ისეთზე გათვლილი, რომელმაც უნდა აღიქვას, როგორც დემოკრატიის ძალიან დიდი მონაპოვარი, _ განუცხადა „ახალ თაობას“ მამუკა გამყრელიძემ.