საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ ვანო მერაბიშვილის შეწყალების თემაზე ისაუბრა.
ინგა გრიგოლიას კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანს იმ შემთხვევაში, თუ სტრასბურის სასამართლო დაადგენს, რომ მერაბიშვილის მიმართ კანონი დაირღვა, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ უფლებების შელახვა ავტომატურად უდანაშაულობას არ ნიშნავს:
_ მე არ ვიცი, რანაირად შეილახა ბატონი მერაბიშვილის უფლებები. მე მინდა დავადასტურო, რომ ყველა ადამიანს, რომელიც ციხეში ზის, გააჩნია თავისი უფლებები, მაგრამ უფლებების შელახვა ავტომატურად უდანაშაულობას არ ნიშნავს, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

