მარგველაშვილი პარლამენტში 7 აპრილს გამოვა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური, საპარლამენტო გამოსვლა 7 აპრილს გაიმართება.პრეზიდენტმა მრჩევლებთან ერთად საპარლამენტო გამოსვლისათვის მზადება უკვე დაიწყო. ამ დრომდე მიმდინარეობს კონსულტაციები პარლამენტთან პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი საპარლამენტო გამოსვლაში საქართველოს მოსახლეობისათვის ყველა საჭირბოროტო თემას შეეხება; მათ შორის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურ საკითხებს, უსაფრთხოებასა და საგარეო ურთიერთობების, ასევე მედიისა და სასამართლოს თემებს.