მღებრიშვილი: “ბათუმში 40 პირი დავაკავეთ”

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბათუმში, წუხელ განვითარებულ მოვლენებს ვანდალიზმს უწოდებს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის აღნიშნულ ვანდალიზმში მონაწილე 40-მდე პირია დაკავებული.

შს მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას პირობა დადო, რომ ვანდალურ აქტთან დაკავშირებული არც ერთი პირი დაუსჯელი არ დარჩება.

_ წუხელ მთელმა საქართველომ იხილა ის ვანდალიზმი, რაც ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. პოლიციის ჩარევის შედეგად მასშტაბები ერთ ქუჩას არ გასცდენია. დაკავებული გვყავს ადმინისტრაციული წესით დაახლოებით 40-მდე ადამიანი, ვინც ამ ვანდალიზმში იღებდა მონაწილეობას. მე პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება, ვინც იყო ორგანიზატორი და მონაწილე ამ ვანდალური აქტისა, _ განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.