მღებრიშვილმა დაკავებულები გაათავისუფლა, მაგრამ დამატებითი ძალების მობილიზება არ გამორიცხა

ცოტა ხნის წინ ბათუმში გაემგზავრა შს მინისტრი.

გიორგი მღებრიშვილმა გამგზავრების წინ განაცხადა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნით, მან მიიღო გადაწყვეტილება და დაკავებულები გათავისუფლდებიან.

შს მინისტრის განმარტებით, გათავისუფლების მიუხედავად, აღნიშნული პირების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება არ შეწყვეტილა.
_ მე მივემგზავრები ბათუმში, რათა ადგილზე გავერკვე შემქნილ ვითარებაში. გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამეთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ადამიანები გავათავისუფლე, მათ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება არ შეწყვეტილა და მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანები აუცილებლად სასამართლოს წინაშე წარსდგებიან, _ განაცხადა მღებრიშვილმა.

მან ბათუმის მოვლენებს მიუღებელი უწოდა.

_ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ვერ შეუშლის ხელს სამართალდამცავების მუშაობას, და ყველა ვინც თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს უმკაცრესად იქნება დასჯილი და ჩვენ ერთნაირად ვაგებთ პასუხს კანონის წინაშე.

საჭირო თუ გახდა დამატებითი ძალებიც იქნება მობილიზებული და საკადრო გადაადგილებებიც იქნება განხორიციელებული, _ განაცხადა შს მინისტრმა.