მინსკის ომონმა ასობით ადამიანი დააკავა

მინსკის ომონმა ასობით ადამიანი დააკავაომონმა მინსკში ასობით ადამიანი დააკავა. საქმე ეხება დამოუკიდებლობის დღეს გამართულ აქციას, რომლის ჩატარება ბელარუსის ხელისუფლებამ წინასწარ აკრძალა.

სანქციის არარსებობის მიუხედავად, მინსკში მოქალაქეები მაინც გამოვიდნენ, რასაც მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც.

დაკავებები ძირითადად მეცნიერებათა აკადემისს მახლობლად ხდება.

სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიკავეს.