რუსეთში, 100-მდე ქალაქში, ანტიკორუფციული აქციები მიმდინარეობს.
აქციები ,,ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” მიერ არის ორგანიზებული.
აქციების მონაწილენი რუსეთში გამეფებულ კორუფციას აპროტესტებენ და დიმიტრი მედვედევისგან მის წინააღმდეგ არსებულ ფაქტებზე ახსნაგანმარტებას მოითხოვენ. რამდენიმე ქალაქში პოლიცია აქციის მონაწილეებს აპატიმრებს.
აქციის მონაწილეთა დაპატიმრება მოხდა მოსკოვში მიმდინარე აქციაზეც, რომელიც მეტროსადგურ ,,მაიაკოვსკისთან” მიმდინარეობდა.
_ ბიჭებო, მე კარგად ვარ, არ ღირს წინააღმდეგობის გაწევა, წადით ტვერის ქუჩის მიმართულებით. ჩვენი დღევანდელი თემა კორუფციასთან ბრძოლაა, – დაწერა ნავალნიმ “ტვიტერში” დაპატიმრების შემდეგ.

