აშშ-ის პოლიცია ებრაელების წინააღმდეგ დაგეგმილ შესაძლო თავდასხმებს იძიებს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით მუქარის ახალი გზავნილები კიდევ ხუთმა ებრაულმა ცენტრმა და სინაგოგამ მიიღო.
დაწესებულებებში ბომბის შესაძლო არსებობის შეტყობინების მიღების შემდეგ , სამართალდამცველებმა რამდენიმე ცენტრი შეამოწმეს, თუმცა სახიფათო ვერაფერი აღმოაჩინეს.
წლის დასაწყისიდან, ებრაულ ცენტრებში მუქარის შემცველი გზავნილების უკვე 128 შემთხვევა დაფიქსირდა.
ნიუსპოსტი

