ქალაქ მოსკოვის ტვერსკოის სასამართლომ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პოლიციის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობისთვის, 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მოსამართლე ალესია ორეხოვამ ალექსეი ნავალნის ასევე დააკისრა 20.000 რუბლის ოდენობის ჯარიმა.
სასამართლო პროცესისას ალექსეი ნავალნიმ სასამართლოში რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის გამოძახება მოითხოვა.
_ მინდა სასამართლოში გუშინდელი მიტინგის რეალური ორგანიზატორი გამოიძახოთ. ის შეძლებს იმის ახსნას, თუ რატომ გამოვიდა მიტინგზე ამდენი ადამიანი, _ განაცხადა ნავალნიმ.
გუშინ მოსკოვში გამართულ მიტინგზე 900-მდე ადამიანი დააკავეს.
აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

