უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ნაცმოძრაობის ინსპირირებულს უწოდებს და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
_ ის, რაც ბათუმში მოხდა, არის ინსპირირებული ნაცმოძრაობის მიერ. ხელისუფლებავ, როდემდე უნდა გაგრძელდეს კოჰაბიტაცია ამ ფაშისტურ ძალასთან.
ყველა დამნაშავე და პროვოკაციის მომწყობი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. თუ არ დაიწყება ნაცმოძრაობის გასამართლება, სახელმწიფო გადატრიალება გარდაუვალია, _ წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ მჟავანაძე.

