ნოდარ ხარშილაძე: „თუ არ დავეკითხებით დღეს სტრასბურს, მერე დავეკითხებით მოსკოვს“ 

_ რუსთავი 2 დღეს არის სიტყვის თავისუფლების გარანტი.
ეს განცხადება სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ, რუსთაველის გამზირზე გააკეთა, სადაც რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი გაიმართა.

_ თუ არ დავეკითხებით დღეს სტრასბურს, მერე დავეკითხებით მოსკოვს, _  განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ნოდარ ხარშილაძის თქმით, ხელისუფლება მრავალ ღონისძიებას მიმართავს, რათა რუსთავი 2 შეზღუდოს.

_ მთავრობა რომ გამოდის და ამბობს, ეს არის საქმე რუსთავი 2 საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის პოლიტიკური არაკორექტულობის და არასწორი ქცევის უკიდურესი ფორმა, _ აღნიშნა ხარშილაძემ.