ისრაელში მოსალოცად ჩასული საქართველოს მოქალაქეები აეროპორტში ოთახში ჰყავთ ჩაკეტილი და გასვლის საშუალებას არ აძლევენ. აეროპორტში იმყოფებიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ქრონიკა“ ავრცელებს.
ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის კურსშია და დეტალებს აზუსტებს.
_ ისრაელში ჩამოვფრინდით 27-ში, 9:30 საათზე ადგილობრივი დროით. მოსალოცად ვართ ჩამოსულები და თუ ვინმე ქართველი იყო ჩვენს თვითმფრინავში, ყველა ვართ რაღაც ოთახში, სადაც ძაღლებსაც კი არ შეყრიან. გაუსაძლისი მდგომარეობაა.
ჩვენ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. იქნებ მოგვხედონ და გაგვარკვიონ, როდემდე უნდა ვიყოთ აქ ან რატომ არ გვიშვებენ წმინდა მიწაზე მოსალოცად. მოგვხედეთ ძალიან გთხოვთ, მეტს ვეღარ ვწერ, რადგან გვიშლიან ტელეფონით რაიმეს გადაღებას, რომ არ ნახოს მსოფლიომ, რა ხდება აქ, _ აცხადებს მაკა ზურაბაშვილი.
ნიუპოსტი

