პარიზში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ მცირე 35 ადამიანი დააკავა.
დაკავების მიზეზი აქციის მონაწილეთა მხრიდან აგრესიული ქმედება გახდა.
ინციდენტი, რომელმაც საპროტესტო აქცია გამოიწვია, გუშინ მოხდა. აზიური წარმოშობის მამაკაცი პოლიციელს მაკრატლით თავს დაესხა, რასაც მეორე პოლიციელმა, თავდაცვის მიზნით, ცეცხლის გასროლით უპასუხა. თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა. პარიზის პოლიციამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
პარიზის პოლიციის პრეფექტურის ინფორმაციით, გუშინ საღამოს გამართულ დემონსტრაციაში აზიური დიასპორის 150 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. 35 პირი დაკავებულია, 3 პოლიციელი კი დაშავდა.

