„პარტია “ქართული ოცნება” უნდა აიკრძალოს”

ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი მოადგილე, „გირჩის”  ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ვახტანგ ზენაიშვილის აზრით, პარტია „ქართული ოცნება”, როგორც საბჭოურობის სიმბოლო,  უნდა აიკრძალოს:

_ პარტია „ქართული ოცნება” უნდა აიკრძალოს, როგორც საბჭოურობის სიმბოლო და გადმონაშთი. ეს მოქმედი კანონის („ქარტია” მაქვს მხვედველობაში) მოთხოვნაცაა და მორალურ-პოლიტიკური ვალდებულებაც.

„ქართული ოცნების” სოციალისტურ მისწრაფებებს მომავალი არა აქვს და ეს არა იმიტომ, რომ ჩვენმა ხალხმა ჭკუა ისწავლა და სოციალისტურ ბნელეთში დაბრუნება არ უნდა, არა, სამწუხაროდ ეს არაფრით ჩანს, უბრალოდ ეკონომიკის ობიექტური კანონები ერთის მხრივ და სათანადო რესურსების (როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური) არარსებობა მეორეს მხრივ, დაასამარებენ ,,ოცნებას” და მის სოციალისტურ თვალთმაქცობას. _ წერს ზენაიშვილი.

გურიის მოამბე