პატარაძე: “დაკავებულებს 1 საათში გაათავისუფლებენ”

პატარაძე: "დაკავებულებს 1 საათში გაათავისუფლებენ"რამდენიმე წუთის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ შს მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ დაკავებული ექვსივე პირს ერთ საათში გაათავისუფლებენ.

პატარაძემ ეს განცხადება სტამბოლში გააკეთა, სადაც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა.

_ მე ვესაუბრე შს მინისტრს და ვთხოვე მას, დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებულების გათავისუფლება. მე მივიღე პირობა, რომ მაქსიმალურად მალე, ერთ საათში მოხდება მათი გათავისუფლება.

ჩვენ დილიდან ჩავატარებთ საგანგებო შეხვედრებს და ყველაფერს გავაკეთებთ რეგიონისთვის.

მე ვარ ამის გარანტი და ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, _ განაცხადა პარატიძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე ადამიანი არის დაშავებული როგორც მოსახლეობის, ასევე სამართალდამცველების მხრიდან.

აქციის მონაწილეები დღეს, ბათუმში დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

ვითარებ მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ ორი მძღოლი ავტომნქანის უკანონო გაჩერებისთვის ჯერ დააჯარიმა, შემდეგ კი დააკავა.

განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა და იმედი გამოთქვა, რომ პოლიცია არ გასცდება კანონის ფარგლებს. უჩა ნანუაშვილი აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

ამასთან, აქციის მონაწილეები თანამდებობიდან აჭარის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსის კახა ბუხრაძის გადაყენებასაც მოითხოვენ.

მათი განცხადებით, სწორედ ბუხრაძის დანიშვნის შემდეგ ქალაქში მძღოლების მიზანმიმართული დაჯარიმება დაიწყო. კახა ბუხრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა.